Jul 26, 2012

ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

ორგანიზაციები: დოკომომო საქართველო, ურბან რეაქტორი და ურბანული გარემოს ლაბორატორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით გამართავენ ვორქშოფს. ვორქშოფის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ იმუშაონ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების საკითხებზე. 

ვორქშოფის მიზნებია: 

  1. სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე პროგრესული ბიბლიოთეკების პრაქტიკისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის წინაშე დღეისათვის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომზადდეს ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარების გეგმა;
  2. კონცეპტუალური განვითერების გეგმის გათვალისწინებით დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარების გეგმა;
  3. დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და სამოქმედო გეგმა;
ვორქშოფის დასაწყისში მონაწილეები დაიყოფიან სამ თემატურ ჯგუფად, ვორქშოფის მიზნების შესაბამისად (1. ორგანიზაციული განვითარება; 2. სივრცითი განვითარება; 3. სამოქალაქო ჩართულობა). სამუშაოს მიმდინარეობისას ისინი ინფორმაციის აქტიური გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში დაამუშავებენ სინთეზურ გეგმას, სადაც სამივე კომპონენტი ურთიერთშესაბამისობაში იქნება. სამუშაოს ბოლო ეტაპზე შედეგები შეჯამდება და მიეცემა ერთიანი დოკუმენტის სახე, რომელიც წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე და დაეგზავნება ხელისუფლების სხვადსახვა ორგანოებს.

ვორქშოფი გაიმართება 3 და 4 აგვისტოს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში. დეტალური განრიგი და სხვა საჭირო ინფორმაცია მონაწილეობის მსურველებს მიეწოდებათ ვორქშოფზე დარეგისტრირების შემდეგ.

ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 1 აგვისტომდე, გამოგვიგზავნოთ:
  1.  თქვენი სახელი და გვარი;
  2.  საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი და ელფოსტა);
  3.  მოკლე ბიოგრაფია;
  4. რომელ თემატურ ჯგუფში გსურთ მონაწილეობა. (ჩამოთვალეთ პრიორიტეტების მიხედვით: ბიბლიოთეკის კონეპტუალური განვითარება; სივრცითი განვითარება; სამოქალაქო ჩართულობა);
  5. პროფესია (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ხართ გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ);
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სრულყოფილი დოკუმენტაცია, ამით დაგვეხმარებით ვორქშოფის უკეთ ორგანიზებაში.

განაცხადი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: docomomogeorgia@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:


ლევან ასაბაშვილს, ტელ: 599414557;
ნანო ზაზანაშვილს, ტელ: 593942849


Jul 14, 2012

ნიუ იორკი: ქალაქი და მსოფლიო/ New York: the city and the world


ურბანული გარემოს ლაბორატორია გეპატიჟებათ დოკუმეტური ფილმის ჩვენებაზე - ნიუ იორკი: ქალაქი და მსოფლიო 

ფილმი წარმოადგენს ქალაქ ნიუ იორკის ისტორიისადმი მიძღვნილი სატელევიზიო სერიალის ნაწილს. მასში აღწერილია მეორე მსოფლიო ომოს შემდგომი გარდამავალი პერიოდი რობერტ მოზესის ხანიდან ჯეინ ჯეიკობსამდე. ჯეიკობსი ნიუ იორკში მოზესის მიერ სამოციან წლებში წამოწყებული სატრანსპორტო მაგისტრალების მშენბლობის კამპანიის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ჩვენების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

რეჟისორი: რიკ ბერნსი
გადაღების წელი: 1999
ფილმის ხანგრძლივობა: 2:16 სთ.
ენა: ინგლისური

ჩვენება გაიმართება ოთხშაბათს, 18 ივლისს, 19:00 სთ, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ბავშვთა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.

გელოდებით!

________________________________________________________________________



Urban Environmental Laboratory is pleased to invite you on the documentary movie screening - New York: the city and the world 

Part of a TV series about the development of New York City, explaining the transition from the Robert Moses era to the Jane Jacobs. At its peak in the sixties, Jane Jacobs is the icon of the protest against the blind impulse of Moses to build expressways all over the place. Jacobs advocates for urban life in Greenwich Village as it only manifests itself in the small scaled mixed city quarters.

The screening will be followed by discussion.

Director: Ric Burns
 Date: 1999
Film Duration: 2:16 Hour
Language: English

The screening will be held on Wednesday, July 18th, 7:00 pm, on Gudiashvili square, in the children’s library reading hall.