Jul 10, 2011

საჯარო ინფორმაცია

ბლოგზე ვანთავსებთ ჩვენი ჯგუფისა და „მეგობარი“ საინიციატივო ჯუგფების მიერ საჯარაო დაწესებულებებთან წარმოებული მიმოწერის დოკუმენტაციას. იგი შეეხება ქალაქში მიმდინარე სამშენებლო ღონისძიებებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვას. 

22 ივნისს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ვთხოვეთ მოეწოდებინა რუსთაველის N 42-ის (ყოფილი გამომცემლობა „მერანის“) რეკონსტრუქციის პროექტი და მდინარე ვერს ხეობაში აშენებული სატრანსპორტო მაგისტრალის  განაშენიანების რეგულირების გეგმა. ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი და მიღებული პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

რუსთაველის  42-ის (ყოფილი გამომცემლობა „მერანის“ რეკონსტრუქციის პროექტი.

მდინარე ვერს ხეობაში აშენებული სატრანსპორტო მაგისტრალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.