Jul 26, 2012

ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

ორგანიზაციები: დოკომომო საქართველო, ურბან რეაქტორი და ურბანული გარემოს ლაბორატორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით გამართავენ ვორქშოფს. ვორქშოფის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ იმუშაონ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების საკითხებზე. 

ვორქშოფის მიზნებია: 

  1. სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე პროგრესული ბიბლიოთეკების პრაქტიკისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის წინაშე დღეისათვის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომზადდეს ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარების გეგმა;
  2. კონცეპტუალური განვითერების გეგმის გათვალისწინებით დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარების გეგმა;
  3. დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და სამოქმედო გეგმა;
ვორქშოფის დასაწყისში მონაწილეები დაიყოფიან სამ თემატურ ჯგუფად, ვორქშოფის მიზნების შესაბამისად (1. ორგანიზაციული განვითარება; 2. სივრცითი განვითარება; 3. სამოქალაქო ჩართულობა). სამუშაოს მიმდინარეობისას ისინი ინფორმაციის აქტიური გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში დაამუშავებენ სინთეზურ გეგმას, სადაც სამივე კომპონენტი ურთიერთშესაბამისობაში იქნება. სამუშაოს ბოლო ეტაპზე შედეგები შეჯამდება და მიეცემა ერთიანი დოკუმენტის სახე, რომელიც წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე და დაეგზავნება ხელისუფლების სხვადსახვა ორგანოებს.

ვორქშოფი გაიმართება 3 და 4 აგვისტოს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში. დეტალური განრიგი და სხვა საჭირო ინფორმაცია მონაწილეობის მსურველებს მიეწოდებათ ვორქშოფზე დარეგისტრირების შემდეგ.

ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 1 აგვისტომდე, გამოგვიგზავნოთ:
  1.  თქვენი სახელი და გვარი;
  2.  საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი და ელფოსტა);
  3.  მოკლე ბიოგრაფია;
  4. რომელ თემატურ ჯგუფში გსურთ მონაწილეობა. (ჩამოთვალეთ პრიორიტეტების მიხედვით: ბიბლიოთეკის კონეპტუალური განვითარება; სივრცითი განვითარება; სამოქალაქო ჩართულობა);
  5. პროფესია (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ხართ გთხოვთ მიუთითოთ რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ);
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სრულყოფილი დოკუმენტაცია, ამით დაგვეხმარებით ვორქშოფის უკეთ ორგანიზებაში.

განაცხადი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: docomomogeorgia@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:


ლევან ასაბაშვილს, ტელ: 599414557;
ნანო ზაზანაშვილს, ტელ: 593942849


No comments:

Post a Comment