Aug 22, 2011

Blogging The City - კონფერენცია ბერლინში

ინტერნეტი დღეს თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ახალი ინიციატივების, სამოქალაქო საზოგადოების კოლაბორაციისა და თანამონაწილეობისთვის. დღეს ყველას აქვს საშუალება პასიური დაკვირვების ნაცვლად, გამოაქვეყნოს ტექსტები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები ბლოგების თუ სოციალური ქსელების საშუალებით და აქტიურად ჩაერთოს ან წინა პლანზე წამოწიოს მისთვი საინტერესო თემები.


დღეს .. ვებ 2.0-მა მთლიანად შეცვლა კომუნიკაციის მანამდე არსებული ჩვევები და ინტერაქციისა და კოლაბორაციის შესაძლებლობები. ინტერნეტი თავისი ვიდეოპორტალებით, ბლოგებითა და სოცილური ქსელებით არის ყველაზე ძლიერი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა რაც კი ადამიანს ოდესმე განუვითარებია და გამოუყენებია.“ (bloggingthecity.de)


ამ ახალ შესაძლებლობებს ანალიზი და შესწავლა სჭირდება: როგორ გამოვიყენოთ ისინი უფრო ეფექტურად ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის სფეროშიროგორია თანამედროვე გამოცდილება ამ მიმართულებით და სად გადის ინტერნეტის შესაძლებლობის ზღვარი? ამ თემების განხილვას მიეძღვნა კონფერენცია „Blogging the City. ახალი საჯაროობა ქალაქისა და არქიტექტურისთვის, რომელიც 2011 წლის მაისში ბერლინში გაიამართა.

urbanophil.net-ისა და architekturvideo.de- მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარ მიზანს ურბანულ-არქიტექტურული ბლოგების უფრო მჭიდროდ დაკავშირება და ახალი საერთო პროექტების ორგანიზება წარმოადგენდა.
კონფერენციაზე მიწვეულ გერმანულ და ჰოლანდიურ არქიტექტურულ ბლოგებთან ერთადჩვენ ჯგუფსაც მიეცა საშუალება თავისი გამოცდილება და პროექტები წარედგინა და ასევე გაცნობოდა იმ გამოცდილებას, რომელიც დღეს დასავლეთის (მეტწილად გერმანიისარქიტექტურულ წერეებშია დაგროვილი ამ მიმართულებით.


უფერჰალენ


ერთ დღიანი კონფერენციის გასამართად  Uferhallen- შეირჩა. XIX საუკუნის დასაწყისში ეს შენობა ცხენბეის სადგური იყო. 1926 წელს არქიტექტორმა იანკრემერმა (Jean Krämer) შენობა გადააკათა და გააფართოვა, რომელიც 2006 წლამდე BVG-, ბერლინის სატრანსპორტო კომპანიის, მთავარი გარაჟის ფუნქციას ასრულებდა. დღეს ეს სივრცე ხელოვანთა სტუდიოებსა და საგამოფენო დარბაზებს უკავია. ამ თანამედროვე სახელოვნებო სივრცემ სასიამოვნო არქიტექტურული ფონი შექმნა საინტერესო და დაძაბული სამუშო დღისთვის.

საკონფერენციო პროგრამა სამ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი სექცია დაეთმო ურბანული და არქიტექტურული ბლოგების მიმოხილვას. ამავე სექციის ბოლო ორი პრეზენტაცია მოიცავდა საერთაშორისო პერსპექტივების მიმოხილვასსადაც ჰოლანდიურ ბლოგ Pop-Up City-სთან ერთად ჩვენი ბლოგიც იყო წარმოდგენილი. მეორე სექცია ვებ 2.0-ის, სოციალური მედიის და თანამშრომლობის ახალი ფორმების, ახალი ინსტრუმენტებისა და მიდგომების ტექნიკური შესაძლებლობების მიმოხილვას დეთმომეასამე სექციაში კი წარმოდგენილი იყო კომუნიკაციის ახალი გზები და ამ პროცესის ამსახველი კონკრეტული მაგალითები ქალაქგანვითარებაში.

ბლოგები


პირველ სექციაში წარმოდგენილი არქიტექტურული ბლოგები მიდგომების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.


ალექსანდრა გოებელის Architektourist-ის გამოცდილება ასახავდა იმას თუროგორ შეიძლება თანმიმდევრული მუშაობის შემთხვევაში ბლოგი აქციო ახალგაზრდა, უცნობი არქიტექტორების პროექტების საინტერესო გალერეად და არქიტექტურის ფოტოგრაფებისთვის ნაუშევრების გამოქვეყნების სასურველ სივრცედ. ჩაწერო საინტერესო ინტერვიუები და ამ საქმინობისთვის ამავდროულად გარკვეული დაფინასებაც მოიპოვო.

Architektourist-ის მსგავსად, ერიკ შტუმის architekturvideo.de- „კატალოგის“ პრინციპზეა აგებული. არქიტექტურული შინაარსის ვიდეოები მრავლად არის ისეთ ვიდეო პორტალებზე, როგორიც Youtobe, vimeo, googl video-, მაგრამ ხშირად ძებნისას გაურკვეველი ხარისხის მასალას ვაწყდებით. შტუმი თავისკარგად სტრუქტურირებულ, ბლოგზე მოკლედ ანოტირებულ, მაღალი ხარისხის არქიტექტურულ ვიდეოებს უყრის თავს. იგი დაინტერესებულ მომხმარებელსთავის ბლოგზე არქიტექტრულ ვიდეოებს უკვეგაფილტრურისახით აწვდისბლოგზე მიბმული სასარგებლო ლინკები ახალი ბლოგებისა და სასურველი მასალის აღმოჩენის კარგ საშუალებას იძლევა.

urbanshit.de- რუდოლფ კლოკნერი იყენებს ქალაქური კულტურის, ქუჩის ხელოვნების და საჯარო სივრცეში განხორციელბული პროექტების მიმოხილვისთვის. ამ ბლოგზე თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალას, წიგნების მიმოხილვებს და უამრავ საინტერესო ინფორმაციას ქუჩის ხელოვნებისა და ქალაქურ სივრცეში მიმდინარე აქტიური სახელოვნებო პროცესების შესახებ.

urbanophil.net- თავისი საქმინობით უფრო მეტად არის ორიენტირებული პროფესიული წრეებისა და საზოგადოების კოლაბორაციაზე და სხვადასხვა ღონისძიებებით აქტიურად გამოდის რეალურ სივრცეში. ეს გაერთიანება მართავს ფილმების ჩვენებებს, დიდკუსიებს არქიტექტურულ და ურბანულ თემატიკაზე, აწყობს გამოფენებს და ექსკურსიებს. გაერთიანების მიზანია შეიქმნას ახალი პლათფორმა სადაც არქიტექტორებს, ურბანიტებს, დარგის სპეციალისტებს და საზოგადოებას დიალოგისა და აზრების გაცვლის საშუალება მიეცემა. ურბანოფილის მიერ ორგანიზებული კონფერცენციაც სწორედ ამ დასახული პროგრამის ნაწილია.

ბლოგების სარეიტინგო შაკალის აგვისტოს მონაცემების მიხედვით უბანოფილი პირველ ალდგილს იკავებს გერმანულ არქიტექტურულ ბლოგებს შორის. თემების აქტუალობა, ბლოგზე ვიზიტორთა რაოდენობას განსაზღვრავს. სწორად შერჩეული აქტუალური თემები ბლოგის პოპულარობას განაპირობებს.

ამ შკალის მიხედვით Stadtt, Stadtt, Sttat- IV ადგილზეა. Stadtt, Stadtt, Sttat-ი არაკომერციული ბლოგია, რომლიც განკუთვნილია ქალაქის თემატიკიაზე დაგროვილი მოსაზრებების, თემების და ინფორმაციის გაცვლისთვის. კარსტენ დროზელი, ბლოგის ავტორი, ხშირად არის გზაში. ქალაქში გადაადგილებისას ნანახს თუ განცდილს ის მობილური ტელეფონის საშუალებით ანთავსებს ბლოგზე, პირდაპირ მოვლენათა ეპიცენტრიდან.


ზოგადად მობილური ინტერნეტი, ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია არქიტექტურული ბლოგების საქმიანობაში. სპეციალისტები ვებ 2.0- შესაძლებლობის განვითარებად, .. ვებ 3.0-ის მთავარ მახასიათებლად სწორედ, ლოკალურობის, გეოგრაფილული ფაქტორის, დამატებას ასახელებენ.


სამოქალაქო თანამონაწილეობა და ინტერნეტი


კოფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დისკურსს წარმოადგენდა ინტერნეტის როლი სამოქალაქო პარტიციპაციის პროცესში. ამ მხრივ მატიას ფონ ჰერმანის ემოციური პრეზენტაცია, შთამბეჭდავი აღმოჩნდა. იგი მოიცავდა Stuttgart 21-ის საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ბლოგის, Bai Abriss Aufstand (BAA)- გამოცდილებას.

Stuttgart 21- ქალაქ შტუტგარტის რკინიგზის რეკონსტრუქციის მაშტაბურიპროექტია, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 1980-იანებში გაჩნდა. პროექტის მიხედვით, შტუტგარტის სარკინიგზო ქსელის სრული რეკონსტრუქციაა გათვალსწინებული. არსებული ლიანდაგების სისტემა მთლინად იცვლება და მიწის ქვეშ გადაინაცვლებს. ქალაქის ცენტრში გამონთავისუფებულ 100 ჰექტარზე კი ახალი კომერციული და საცხოვრებელი შენობის მშენბლობა, ასევე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. გამჭოლი, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი შტუტგარდსა და ულმს დააკავშირებს, ასევე სწრაფად იქნება შესაძლებელი ქალაქის აეროპორტში მოხვედა. პროექტი ერთიანი ევროპული სარკინიგზო პროექტის ნაწილია, რომელმაც ბუდაპეშტი და პარიზი უნდა დააკავშიროს.


გამარჯვებული პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო, ისტორიული სარკინიგზო სადგურის ერთი ნაწილის ნგრევა და ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მდებარე პარკის ნაწილის ათვისება. ბიუჯეტი, პროექტის განვითარებასთან ერთად მუდმივად იზრდებოდა. საბოლოოდ მისმა ღირებულება 4.1 მილიარდი ევრო შეადგინა.

ისტორიული შენობის ნგრევა, ეკოლოგიური ფაქტორი და პროექტის გაუმართლებლად დიდი ბიუჯეტი მასობრივი საპროტესტო მოძრაობის საბაბი გახდა. შტუტგარტელები 2009 წლის შემოგომიდან მოყოლოებული, ორშაბათის დემონსტრაციებზე აპროტესტებნდნენ რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციას. 2010 წლის 30 სექტემბერს, პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლის და ცრემსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, რომლებიცშლოსპარკშისამშენბლო სამუშაობის დაწყებას უშლიდნენ ხელს. დარბევის მეორე დღეს, ბადენვუტენბერგის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია მოჰყვა, რომელსაც 20 000 ადამიანი შეუერთდა. მიუხედავად ასეთი დიდი საპროტესტო მოძრაობისა, ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა არშეჩერებულა. მოუხედავად უზარმაზარი სამოქალაქო პროტესტისა ხელისუფლება უარს ამბობს შეაჩეროს ეს ამბიციური პროექტი.

ამ საპროტესტო მოძრაობების საორგანიზაციო და საინფორმაციო ბიულეტენის ფუნქციას ასრულებდა ბლოგი Bai Abriss Aufstand (BAA), რომელიც მოძრაობის აქტივისტმა, მათიას ფონ ჰერმანმა, წარმოადგინა
ამ მოხსენების ფონზე, ჩვენი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ უზარმაზარ დისტანციას, რომელიც ქართულ საზოგადოებას დასავლური სამოქალაქო თვითშეგნებისაგან აშორებს. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მთავარი თემა გადავარჩინოთ მზიურის მოძრაობის გამოცდილების ანალიზს შეეხებოდა. მოხსენებაში შევეცადეთ გაგვეაზრებინა საპროტესტო მოძრაობის წარუმატებლობის მიზეზები და ფეისბუკის (ზოგადად სოციალური ქსელების) როლი სამოქალაქო თანამონაწილეობის პროცესში
თანმიმდევრულობა, შემოქმედებითობა, სისტემატიურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა წამოწყებული საქმის მიმართ კონფერენციაზე წარმოდგენილ თითოეულ ბლოგს ერთნაირად ახასაითებდა. არქიტექტურული თემების და მიდგომების მრავალფეროვნება ინტერნეტში, პროფესიულ საზოგადოებაში ინტენსიური და ცოცხალი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პროცესების ანარეკლია. ქალაქური სივრცეები, არქიტექტურული პროცესები და ურბანული კულტურა მუდმივი ინტერესის, დაკვირვების და შესწავლის საგანია. ინტერნეტის მუდმივად განვითარებადი შესაძლებლობები კი ამ პროცესების შესწავლის, დისკუსიის და სხვადასხვა პროექტების განხორციელების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობეს იძლევა, ვიდრე ეს აქამდე აკადემიურ წერეებში იყო შესაძლებელი. შესაძლებლობების ასეთი თავისუფლების ფონზე სოციალურ მედიაში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროექტებმა შეიძლება შეამოკლოს ის წარმოუდგენლად დიდი დისტანცია, რომელიც დღეს ჩვენში, მოქალაქეებსა და ქალაქს შორის არსებობს.