Oct 21, 2011

ახალი მითოლოგია: სვიატოპლუკ მიკიტას ნამუშევრები



თარგმნა გიორგი სპანდერაშვილიმა
იხილეთ ორიგინალი ტექსტი

მე-19 საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ეროვნული შეგნების გამოღვიძების ტალღას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ნაციონალურმა მითოლოგიამაც. იმ პერიოდისათვის ეროვნულ მითოლოგიასა და ისტორიას შორის ზღვარი გაუმიჯნავი რჩებოდა, შესაბამისად, ორივე მათგანი თანაბარ პატივისცემას იმსახურებდა, როგორც ერთიდა იგივე მოვლენა, შესაბამისად, ნაციონალური იდენტობა წარმოადგენდა ნაწილობრივ სიმართლეს, ნაწილობრივ _ ისტორიულ მანიპულაციას.
მას შემდეგ ისტორია „ზედმიწევნით“ გადაისინჯა, დამახინჯებული ფაქტები თითქოს მნიშვნელოვნად გასწორდა და ახლა გვსურს დავიჯეროთ, რომ აწმყო უფრო ობიექტურია, ვიდრე _ წარსული, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი მითები ანაცვლებენ ძველს, არადა ისტორია უთუოდ უტყუარ წყაროებს უნდა დაეფუძნოს, მაქსიმალურად ზუსტად ასახოს ფაქტობრივი სინამდვილე და იყოს საგულდაგულო შესწავლისა და რეინტერპრეტირების ობიექტი. შესაბამისად, თავის ნამუშევრებში არტისტი სვიატოპლუკ მიკიტა ეჭვქვეშ აყენებს ისტორიას.

მიკიტა(1973) არის სლოვაკი არტისტი ძლიერი ცენტრალურ ევროპული იდენტობით. იგი იყო ასისტენტ-მასწავლებელი ბრატისლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში, სადაც ის ეუფლებოდა ბეჭდვით ილუსტრაციას [printmaking]- სხვადასხვა სახელობის სტიპენდიები მოიპოვა შტუდგარდში, ბერნსა და ბერლინში. 2003 წელს გახდა ფინალისტი და ოსკარ ცეფანის პრიზს დაეუფლა 2008 წელს. გარკვეული პერიოდი დაყო ნიუ-იორკში, ISCP-ის რეზიდენციის პროგრამით. ცხოვრობდა აგრეთვე გერმანიაშიც. ამჟამად ცხოვრობს ბრატისლავაში. ხშირად მოგზაურობს ვენაში, კრაკოვსა და ბერლინში, რაც მისი სამუშაოთია შეპირობებული.
მიკიტა არის პოსტ-რევოლუციური თაობის წარმომადგენელი, თაობისა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა ემოგზაურადა ესწავლა დასავლეთში. სწორედ ეს გარემოებაა მისი ნამუშევრების ამოსავალი წერტილი, რაც მთლიანად ამ თაობის თავისებურ არტისტულ ხელწერასაც განსაზღვრავს.
მიკიტა არის დაუღალავი არტისტი, რომელიც ქმნის თავისი ნამუშევრების უამრავ თემატურ ციკლსა და არქივს. მისი ნამუშევრები მეტწილად ორ ძირითად თემას უკავშირდება. პირველი _ სლოვაკეთის ისტორიისა და კულტურის გაუნელებელი ინტერესია, მეორე _ ის იკვლევს და ეძიებს ინდივიდის ბედს - თავისი თავის ჩათვლით - დროის კონტექსტში. იგი იკვლევს ამ თემებს ისეთი მედიების გამოყენებით, როგორიცაა გრაფიკა, კერამიკა და ინსტალაცია, შესაბამისად, ქმნის ნატიფ პერსონალურ ისტორიას.
მიუხედავად მოხეტიალე ცხოვრებისა, მისი ნამუშევრებში ასახულია ძლიერი და ორგანული კავშირი სლოვაკეთთან. სლოვაკური მითოლოგია სავსეა სიმბოლოებით - სლოვაკი მწყემსები, იასონიკი (ცნობილი ეროვნული გმირი სლოვაკეთის ფოლკლორიდან), ლამაზი, მთიანი ბუნება, მშრომელი ხალხი, ყმაწვილი ბიჭები და ქალწულები ნაციონალურ სამოსში, ცხვრის ფარები და ხის ქოხები გაფორმებული ტრადიციული ფოლკლორული ორნამენტებით. ეს სიმბოლოები წარმოადგენს სლოვაკი ხალხის ე.წ. კეთილდღეობის ნიშანხატებს. ისინი ალამაზებენ ნაციონალურ ისტორიას, აღძრავენ ეროვნულ სიამაყეს და ამართლებენ ეროვნული ყოფიერების საზრისს.
მითოლოგია ხატოვნადა სახავს ერის ისტორიულ წარმატებასა თუ მარცხს. ათასწლოვანი გარე პოლიტიკური კონტროლისა და ზეწოლის შედეგად სლოვაკებმა ადვილად მიიღეს შეთხზული პოზიტიური მითი აგრარული წარსულისა და არარსებული დიდი ჰეროიკული ისტორიის შესახებ. კომუნისტების დროს სოციალისტურმა რეალიზმმა მეტად გაამახვილა ყურადღება ფოლკლორის გმირების იკონოგრაფიაზე. ამ სლოვაკური სიმბოლოების პოპულარულობა უდავოა - ისინი დღემდე შეადგენენ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს, 150 წლის ეროვნული გამოღვიძების შემდეგაც კი.[1]
თავის ნამუშევრებში მიკიტა ხელახლა აანალიზებს თანამედროვე სლოვაკურ მითოლოგიას. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც ირონიულ, ასევე ნოსტალგიური დამოკიდებულებას. ის არ მუშაობს ამ სიმბოლოებთან ‘იკონოკლასტიკურად’, მათ ახალ მნიშვნელობებს სძენს. მიკიტას ერთ-ერთი სიმბოლური თემაა კარტოფილი - არტეფაქტი, რომელიც ფერმერის ცხოვრებასა და სოციალისტურ სოფლის მეურნეობას უკავშირდება. მიკიტას ნამუშევრებში კარტოფილები ძირითადად გაღვივებისადა განვითარების პროცესშია ასახული, მათი ფესვები ქმნის სხვადასხვა განშტოებას, მაგალითად, სლოვაკურ ორმაგ ჯვარს. კარტოფილი, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან გავრცელდა, სლოვაკური ქრისტიანული კარტოფილი ხდება. მიკიტახაზს უსვამს თავის სარკაზმს ნამუშევრების სახელწოდებებით - „სათანადო მრავალფეროვნება“ ან „კარტოფილის წელიწადი“,[2] სახელებით, რომელთა აღმოჩენაც სოფლის მეურნეობის მუზეუმის წარწერების დაფებზე თუ შეიძლება.


ამავდროულად კარტოფილი არის ნაწილი სლოვაკეთის კულტურისა და ისტორიის. ქვეყნის ზოგიერთ მხარეში მათ უამრავი ადამიანი გამოკვებეს შიმშილობის დროს. ხაზის გასმა ამ ობიექტზე - კარტოფილზე - ისტორიის გადაფასების ნაწილია. მიკიტა დასძენს: „თვითონ კარტოფილის ფორმაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეული სფეროს ფორმისგან განსხვავებით, მისი ფორმა არაერთგვაროვანია, რაც ჩვენშესახებ უფრო ამომწურავ ცნობებს იძლევა.“
სხვა სიმბოლოები, რომლებიც წარმოდგენილია მიკიტას ნახატებში: მწყემსების ნაჯახები, ისრები, თოკები, ორმაგი ჯვრები, ცელები და ნამგლები - ყოველდღიური, ჩვეული სლოვაკური ყოფითი საგნებია. იკონოგრაფია მრავალრიცხოვანი, ცალკეული ისტორიული მნიშვნელობის ნიუანსებით, ჩვეულებრივ სრულად წარმოადგენს მოცემული ლოკალური კონტექსტის მნიშვნელობას. მიკიტას ნახატების მნიშვნელობა იცვლება აღქმასთან, რაც დამოკიდებულია გამოცდილებასა და წარმოდგენებზე.
მიკიტა იმავე მოტივს იყენებს კერამიკის დეკორაციებისთვის, სადაც რენესანსის პერიოდის მობათქაშების ელემენტებს უკავშირებს სლოვაკურ სიმბოლოებს, ქმნის დეკორს, რომელიც მთლიანობაში ბუდისტური მანდალას ასოციაციას იწვევს. სიმბოლოების ე.წ. „ფენა-ფენა“ [layering], (შრეობრივი განლაგება) ერთმანეთზე დადება და ისტორია მთავარია მიკიტას ნამუშევრებში.




აგრეთვე, როგორც კონკრეტული თაობის წარმომადგენელი, მიკიტა ცალკეული პოლიტიკური და სოციალური საკითხების მიმართ შეურიგებლობას გამოხატავსთავის ნამუშევრებში. ინსტალაციაში, რომელის სახელწოდებაცაა ბუშტი, ის კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის ე.წ. „ცოლ-ქმრულ“ ურთიერთობას ეხმიანება,. კაპიტალიზმის სწრაფი ექსპანსიაც მისი ნამუშევრების ერთ-ერთ თემაა.
მის ერთ ნამუშევარში იდილიური მთიანი ბუნების სცენა გამოსახავს მაკდონალდსის ნიშნების შემოჭრას, რომელსაც თავის მხრივ სიმბოლური დატვირთვა აქვს.[3] პერფორმანსში მწყემსის ნაჯახი ე.წ. დასავლური მოდელის კრიტიკის გარეშე მიღებასა და ეროვნული იდენტობის დაკარგვაზე მითითებაა. არტისტმა, რომელსაც ეცვაეროვნული სამოსი, ბრატისლავის დემინის ციხიდან სიმბოლურად გაისროლა მწყემსის ნაჯახი ავსტრიის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ მიკიტას ნამუშევრებს კრიტიკის ელფერი დაჰკრავს, ხშირად ისინი უფრო კითხვებია, ვიდრე ღია კრიტიკა: „ჩემი განზრახვაა გავარკვიო და ფარდა ავხადო მნიშვნელობას - მე ვცდილობ მუშაობას ობიექტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც მოითხოვს დროსა და საკმაო რაოდენობის [მატერიალურ] მასალას. ჩემთვის ეს არის სისტემატური პროცესი, რომელიც ასევე შეიძლება სხვის მიერაც იქნას გაგრძელებული.
მიკიტას ნამუშევრებში აშკარაა მცდელობა, გამოკვეთოს პირადი პასუხისმგებლობა დღევანდელი სამყაროს წინაშე. ნამუშევარში „მწყემსის ცული დასავლეთისკენ“ _საკუთარი თავის ლუდოვიტ სტურად [4] წარმოდგენით _ მიკიტათავისი ერის ბედს მის საკუთარ მხრებზე „ათავსებს“.


შემდეგი მოტივი ამასაში ჩანთქმული ინდივიდი. ამ თემის გამოსახატავად ავტორი იყენებს თავისთავად (ორიგინალურ) ტექნიკას, რომელსაც უწოდებს „გადა-ხატვას“. ამ ნახატებში მიკიტას უშუალოდ რეალურ ისტორიულ მასალასთან [არტეფაქტებთან] აქვს შეხება. ფანქრითა და საშლელით ის ხატავს ნაპოვნ მასალასა [არტეფაქტებსა] და ნაბეჭდ გამოსახულებებზე [პრინტებზე] ძველი წიგნებიდან, რომლებსაც თვითონ გამოჭრის. ნამუშევრები ამ სერიით, რომელთა პროდუქციაც ძირითადად საზღვარგარეთ,და ხშირად იმ ადგილის სახელს ატარებენ, საიდაც ხდება მათი შექმნა. ზოგჯერ მათში ჩანს ადგილობრივი გავლენა, მაგალითად, კუბისტური მორფოლოგია (ფორმები) პრაღის სერიიდან.

„ზედ გადახატვის“ პროცესზე მიკიტა აკეთებს კომენტარს: „ფოტოგრაფია არის რეალობის კონკრეტული მომენტი, სურათზე მანიპულაციებით მე ვცვლი რეალობას.მსგავსი პროცედურები რეალობასთან დაკავშირებით გამოიყენებოდა სხვადასხვა რეჟიმის მიერისევე, როგორც ეს ხდება მომხმარებელ საზოგადოებაში. „ზედ გადახატვა“ არის წარსულთან კონფრონტაცია. მითვისებული გამოსახულება, არტეფაქტი, [ფოტოები] წარმოადგენს წინასწარ ლიმიტირებულ სივრცეს, რომელიც რაღაცნაირად, ვიზუალურად მსგავსია ტოტალიტარიზმისა.

მიკიტას ე.წ. შეჭრა ნაბეჭდ გამოსახულებებში ვარირებს მნიშვნელობების მიხედვით: ზოგჯერ ის წარმოადგენს მინიმალისტურ ინტერვენციას, სხვა დროს ხდება ექსპრესიული, თითქმის აგრესიული გადათვალიერება და გადაწყობა ორიგინალისა. ნაბეჭდი გამოსახულებების, იმიჯების ჩვეულ წყაროს წარმოადგენს ფოტოები მასობრივი სპორტული ღონისძიებებიდან. შეიძლება გასაკვირია,მაგრამ ფოტოების უმეტესობა აღებულია სოკოლის სპორტული მსვლელობებიდან (სოკოლის მოძრაობის მასობრივი სპორტული მსვლელობები მეოცე საუკუნის დასაწყისში) და წარსული, კომუნისტური სპარტაკიადის ღონისძიებებიდან. მიკიტა თავის „გადა-ნახატებს“ გამოფენს ჩარჩოებით, რომლებსაც მოიპოვებს ანტიკვარიატის მაღაზიებიდანდა სალონებიდან, წიგნებს იღებს ბუკინისტური წიგნების მაღაზიიდან. მისი ხელოვნება უკავშირდება ისტორიასთან მის შეურიგებლობასა და კონფრონტაციას. ის აგრეთვე მუშაობს ისტორიასთან ინსტალაციებით და სერიებს სხვადასხვა გზით აჯგუფებს, რათა მათახალი მნიშვნელობა მიანიჭოს. მიკიტა რჩება იმ მცირე თანამედროვე ახალგაზრდა სლოვაკი არტისტების რიგებში, რომლებიც მუდმივად რეაგირებენ თავიანთ წარსულსა და ეროვნულ იდენტობაზედა განაგრძობენ შენების პროცესს შემოქმედებითად.

---------------------------------------------------------------------------
1 სლოვაკეთში მითების დეკონსტრუქცია ძალიან ნელი პროცესია, რაც ხელოვნებაზეც ახდენს გავლენას. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2005-2006 წლებში ბრატისლავაში სლოვაკეთის ნაციონალურ გალერეის მეირ ორგანიზებული გამოფენა - „სლოვაკური მითები“,რომელიც იყო უბრალოდ შეგროვებული ვიზუალურიგამოსახულებები სლოვაკური მითებიდან, ყოველგვარი კითხვების გარეშე. მიკიტა იმ მცირერიცხოვანარტისტთა შორის იყო, რომელთა ნამუშევრებიც ამ მითების გადაფასებას ახდენს.
2 ფაქტი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალურია და კარტოფილს ახალი იმიჯი აქვს, იმითაც მტკიცდება, რომ 2000 წელი ევროკავშირმა „კარტოფილის წლად“ გამოაცხადა.
3 მიკიტა აგრეთვე მუშაობს მაკდონალდსის ლოგოსნაქარგ ვერსიებზე.
4 ĽudovítŠtúr
- ლუდოვიტ სტური1815-1856, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მეცხრამეტე საუკუნის სლოვაკეთში ეროვნული გამოღვიძების დროს და ამაგი დასდოსლოვაკურ ენაზე წერის კოდიფიკაციას. ის გახდა დევნილი მისი პროსლოვაკური დამოკიდებულების გამო.