Dec 3, 2011

SOS - გარე ავლაბარი!

გარე ავლაბარი სოციალური უთანასწორობის, გაუაზრებელი ურბანული პოლიტიკისა და მიზანმიმართული გულგრილობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თანამედროვე თბილისში. პრეზიდენტის რეზიდენცის მეზობლად მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უმძიმეს საცხოვრებელ პირობებთან უწევს ყოველდღიურად გამკავლება.

ანტისანიტარიული მიწურები, ავარული შენობები და დეგრადირებული საუბნო სივრცეები სიცოსხლისთვის საშიშ და არაჯანსაღ გარემოს ქმნიან მკვიდრი მოსახლეობისთვის. საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე, ისტორიული თბილისის ეს ნაწილი ხელისუფლების გულგრილობის თუ მიზანმიმართული უყურადღებობის გამო ნელი სიკვდილისთვის არის განწირული.



ავლაბრისა და იორის ქუჩების გადაკვეთა

დუშეთის ქუჩა



არმაზის ქუჩა #27/12

გელათის ქუჩა

ხიდისთავის ქუჩა #20

გელათის ქუჩა

გელათის ქუჩა



5 comments:

  1. საინტერესოა ამ უბნის ამ ბოლო წლებში ასე სწრაფად დანგრევის მიზეზი. ის ძველი თბილისის დანარჩენ უბნებთან შედარებით ბოლო წლების განმავლობაში უფრო სწრაფად დაინგრა. არადა გრუნტის წყლები, ის ძირითადი პრობლემა რაც დანარჩენ უბნებშია აქ ნაკლებად უნდა იყოს. მართლა საინტერესო იქნება თუ ვინმე გაქექავს.

    ReplyDelete
  2. ჩემი დაკვირვებით აქ ორი მიზეზია, ეკონომიურად ძალიან გაჭირვებული მოსახლეობა და დაგროვილი პრობლემების აბსოლუტური იგნორირება მუნიციპალიტეტის მხრიდან. მაცხოვრებელბს არ აქვთ საშუალება საკუთარი სახსრებით შეაკეთონ თავიანთი სახლები. საილუსტრაციოდ შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უსახსრობის გამო ისეთ მუნიციპალურ პროგრამებშიც კი ვერ ერთვება, როგორიც არის სახურავების და კიბის უჯრედების შეკეთბა, როდესაც ქალაქი თანხის 70% იხდის, ამხანაგობამ კი დანარჩენი ნაწილი უნდა გადაიხადოს. ეს თემა საკმაოდ ხშირად იჩენდა თავს მოსახლეობასთან საუბარში. ეს ხალხი ძლევამოსილი ინვესტორის მოლოდინშია.

    მეორე მხრივ მუნიციპალიტეტი და გამგეობა სრულიად გულგრილია იქ არსებული მდგომარეობის მიმართ. გავიხსენებ არმაზის 27/12-ში მცხოვრები ქალბატონის მონათხრობს. ოჯახი გამგეობისაგან ითხოვდა სახურავზე წყლის გადამყვანი სტიტემის მოწესრიგება. 2 სართულზე, სადაც ოჯახი ცხოვრობს, სახურავის და მესამე სართულის გავლით, წვიმა თქრიალით ჩამოდის. გამგეობის წარმომადგენელი, რომ მივიდა და დაათვალიერა, ეს სახლი დასანგრევია ქალბატოონო, ცვენ ვერაფრით დაგეხმარებითო და უკნ გაბრუნდა...

    აშკარაა, გულგრილობა მიზანმიმართულია სამწუხაროდ!

    ReplyDelete
    Replies
    1. უბანი როგორიც იყო დანგრეული 4 წლის წინ ეგრევე დარჩა, ბევრი არაფერი არ შეცვლილა. ერთადერთმა რაც გამაკვირვა ეგ პირველი სახლის მდგომარეობაა, ეგ სავსებით გამართულ მდგომარეობაში იყო 4 წლის წინ (რაზეც ალბათ ლუკასაც გაუჩნდა კითხვა) დანარჩენ შენობებს რასაც შეეხება უმეტესი მინაშენია და არა დანგრეული, და არცერთი მათგანი ძეგლს არ წარმოადგენს (მეორესა და მეოთხე სურათის გარდა). მთლიანად უბნის რეკონსტრუქციაა საჭირო, ¿რა აზრი აქვს კიბე-სახურავის შეკეთება თუ ეგ სახლი ერთასრთულიანი ქოხია, მუნიციპალიტეტის შეუთანხმებლად აქვთ ბექიარდში ეგ ქოხი აშენებული და მერე გაყიდული, და დანგრევის პირას არის.? (თქვენვე დისნეილენდურ ფასადების რეაბილიტაციას აპროტესტებთ თბილისში და თქვენვე ითხოვთ დანგრეული ქოხის ფასად-სახურავის აღდგენას?)

      Delete
    2. Alex - ის რაც თქვენ ბლოგში ნახეთ, არის მხოლოდ ილუსტრაცი იმ ვრცელი სტატიის, რომელიც ლიბერალში 2011 წლის ოქტომბერში გამოვიდა. თუ დაინტერესდებით შემიძლია ტექსტი გამოგიგზავნოთ. იქ სწორედ, ჩემი საბოლოო დაკვნაც ის არის, რომ უბანი კომპლექსურ გაჯანსაღებას საჭიროებს და რომ მისი საცხოვრებელი ფუნქცია და სოციალური „შგთავსი“ უნდა შენარჩუნდეს. ასევე, აქ საუბარი არ არის „ფასად-სახურავის აღდგენაზე“, თუ დაკვირვებით წაიკითხავთ კომენტარს, ნახავთ, რომ ეს მაგალითი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესაფასებლად გამოვიყენა და არა როგორც უბნის რეაბილიტაციის მეთოდად. ასევე, ის, რომ შენობების ხარისხი უკიდურესად დეგრადირებული (არ აქვს მნიშვნელობა ქოხმახია თუ ხუხულა) აისახებ საუბნო სივრცეების დეგრადირებაზე და შესაბამისად ცხოვრების ხარისხზე, იქმნება საცხოვრებლად ძალიან არახელსაყრელი და ხშირად საშიში გარემო, ფოტოებით სწორედ ამის ჩვენება მინდოდა, ცუდია თუ ვერ შევძელი.

      Delete
  3. ამ უბანში დავიბადე და აქ ვცხოვრობ დღემდე ^_^ ეს ასე ვთქვათ ერთი მხარეა ავლაბრის, დამიჯერეთ 20 ჯერ უარესი სიტუაციაა, რა გვიჭირს მხოლოდ გრუნტის წლებზე რომ იყოს საუბარი, ვთქვათ იორის ქუჩაზე ასფალტი "სადღაც" იყრება იმდენი წყალი გადის დაძველებული და ჩამპალი მილებიდან, შლის გზას მთლიანად ძლივს აკეთებენ ხოლმე თუ აკეთებენ... 1 ქუჩის განაკეთიანება არ გაუკეთებიათ რეზიდენციის გარშემო, რა ადგილებიც ინვესტორებმა აიღეს ისინიც ისევ ისეა დაშლილ დანგრეულები არაფერი აუშენებიათ მათაც კი... ხოლო ახვლედიანის აღმართი და რეზიდენციის ეგ მხარე ზოგადად კარგადაა გაკეთებული, ყველაფერი გამაგრებული და ა,შ. იმიტომ, რომ საპრეზიდენტო გზაა ეგ მხარე

    ReplyDelete