Oct 29, 2012

დისკუსია: თბილისი – კულტურული ლანდშაფტი, როგორც სოციალური და სივრცულ–ესთეტური ფენომენი



ადამიანის საარსებო სივრცე, მისი ლანდშაფტი  –  ამ ცნების გაფართოებული გაგებით, როგორც სოციალური და მატერიალური გარემო – მნიშვნელოვნად განაპირობებს ერთის მხრივ მისი იდენტობის ჩამოყალიბებას და მეორეს მხრივ მის განვითარებას. ამდენად ამ გარემოზე ზრუნვა ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური  უფლებაცაა და მისი მოვალეობაც. საზოგადოება, რომელიც ამ უფლებისა და მოვალეობის სიმაღლეზე დგას უნდა ქმნიდეს პირობებს თავისი, ამ გაგებით ლოკალური კულტურული ლანდშაფტის ფასეულობათა შენარჩუნების, მოვლისა და განვითარებისთვის.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ თბილისში? რამდენად ვიცნობთ და განვიცდით მის ფასეულობებს, რომელთა ძირითადი მატარებლებიც ქალაქის საზოგადოებრივი და ნახევრადსაზოგადოებრივი სივრცეებია? როგორია ჩვენი მზაობა თბილისის საზოგადოებრივ სივრცეში ამ ფასეულობათა შენარჩუნება–მოვლა–განვითარებისთვის? რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი იმისთვის, რომ ამ სივრცის განვითარება ერთის მხრივ არსებულ ფასეულობებს ეყრდნობოდეს და მეორეს მხრივ ჩვენს სოციალურ იდეალებზე, ადამიანური ღირსების შესაფერ თანაცხოვრებაზე იყოს ორიენტირებული?

ამ საკითხების გარშემო დისკუსია გაიმართება ორშაბათს, 5 ნოემბერს 18:00 საათზე თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში. მის.: ლ. გუდიაშვილის ქ. 7.

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე შეეცდება დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინოს ამ საკითხთა თავისი ხედვა, რის საფუძველზეც აზრთა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება შედგება.   

No comments:

Post a Comment