Dec 3, 2011

SOS - გარე ავლაბარი!

გარე ავლაბარი სოციალური უთანასწორობის, გაუაზრებელი ურბანული პოლიტიკისა და მიზანმიმართული გულგრილობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თანამედროვე თბილისში. პრეზიდენტის რეზიდენცის მეზობლად მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უმძიმეს საცხოვრებელ პირობებთან უწევს ყოველდღიურად გამკავლება.

ანტისანიტარიული მიწურები, ავარული შენობები და დეგრადირებული საუბნო სივრცეები სიცოსხლისთვის საშიშ და არაჯანსაღ გარემოს ქმნიან მკვიდრი მოსახლეობისთვის. საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე, ისტორიული თბილისის ეს ნაწილი ხელისუფლების გულგრილობის თუ მიზანმიმართული უყურადღებობის გამო ნელი სიკვდილისთვის არის განწირული.



ავლაბრისა და იორის ქუჩების გადაკვეთა

დუშეთის ქუჩა



არმაზის ქუჩა #27/12

გელათის ქუჩა

ხიდისთავის ქუჩა #20

გელათის ქუჩა

გელათის ქუჩა