Oct 19, 2010

სტალინური რეპრესიებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალის საკონკურსო ნამუშევარი

მრავალი წლის მანძილზე ქალაქ გორის მთავარ მოედანზე იოსებ სტალინის ძეგლი იდგა - საბჭოთა სისტემის მონოლითურობისა და სიძლიერის სიმბოლო.

საზოგადოების ერთი ნაწილისათვის მან, ეთნიკური ქართველის კარიკატურამ, უძლეველი მმართველის ხატისა, ხოლო მეორე ნაწილისათვის ტოტალური კონტროლისა და უსამართლობის სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა.

დღეს ქალაქ გორის ცენტრში აღარ დგას "დიდი ბელადის" ძეგლი. როგორი უნდა იყოს გამონთავისუფლებული სივრცე? ძველი სიმბოლო ახლით უნდა შეიცვალოს? არის კი ეს საბჭოურ აზროვნებასთან ბრძოლის გზა?

ჩვენი მიზანი არა წარსულის ნაშთების ფიზიკური წაშლაა, არამედ ადგილის ისტორიის შენარჩუნება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში ჩაღრმავებით გააცნობიერონ საბჭოთა წარსული. ძეგლის პოსტამენტის შენარჩუნება ისტორიულ წარსულზე გაკეთებული მინიშნებაა, მისი თავისუფალი ზედაპირი კი ფუნქციის ტრანსფორმირების საშუალებას იძლევა. იგი ქალაქ გორისათვის ერთგვარ ბელვედერიად, "ატრაქციონად" შეიძლება იქცეს. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა საკუთარი თვალით იხილოს ხედი, რომელსაც "დიდი ბელადი" მრავალი წლის მანძილზე "გაჰყურებდა". "საკრალურ" პოსტამენტზე ახლა უკვე საყოველთაოდ ნებადართული ასვლით ადამიანები მოახდენენ, მათ ცნობიერებაში (ხილულად თუ უხილავად) ჩაბუდებული საბჭოთა ავტორიტეტების მსხვრევას. ეს იქნება ქმედითი აქტი, რომელიც დაეხმარება მათ გაიაზრონ ინდივიდის თავისუფალი ნების შეუზღუდავობა. თავისუფლებისა, რომელსაც ადამიანები სტალინური რეპრესიების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეწირებოდნენ.


The work for the memorial monument competition in behalf of the victims of the Stalin’s repressions and Russian-Georgian war in 2008

For many years the monument of Stalin was erected in the centre of Town Gori – the symbol of power, strength and monolithic system of the Soviet Union.

For one part of the society the monument (caricature of ethnic Georgian) gained an image of unconquerable ruler and for the other part became a symbol of total control and unjustness.

The monument of a “great leader” does not stand today in the center of Gori. What kind of space should have been this empty space? Should the old symbol be changed by new one? Is it a way of opposing the Soviet mentality?

We do not aim to erase physically the remains of the past, but to maintain the history of the place for activating insights and analyzing what the Soviet past was.

Preserving of the monument basis underlines historical past and its free surface able us to transform the function. It might become a kind of belvedere, “star turn”. A visitor will have a chance to see himself a view “great leader” was “observing” for many years. The allowed clime on the “sacred” basis will able (consciously or unconsciously) people to destroy the Soviet authoritatives within themselves. It would be an affective action that will help them to analyze what the personal free will means. That very free will the people were killed for during the Stalin’s repressions and in Russia-Georgian war of 2008.